„კოლორ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „აგროჰაბი“ მომხმარებელს ნაყინის სრულიად განსხვავებულ და ახალ შეფუთვას სთავაზობს

„კოლორ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „აგროჰაბი“ მომხმარებელს ნაყინის სრულიად განსხვავებულ და ახალ შეფუთვას სთავაზობს.

კომპანია მომხმარებელს ორი სახის, შოკოლადის და ვანილის ნაყინს სთავაზობს, რომელიც გამორჩეულია თავისი შეფუთვით.

„აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის განცხადებით, „კოლორ ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული ტექნოლოგია ახალი და საინტერესო მიგნებაა.

„აგროჰაბს“ და „კოლორ ჯგუფს“ საკმაოდ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, „აგროჰაბის“ გახსნის დღიდან ბევრ შეფუთვაზე და ეტიკეტირებაზე ერთად ვმუშაობდით. რამდენიმე თვის წინ, „კოლორ ჯგუფის“ მოწვევით ვიყავი ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაციაზე, თუმცა მაშინ არაფერი არ იყო ისეთი, რომელშიც შეგვეძლო, რომ ეს დანადგარი გამოგვეყენებინა. დადგა ზაფხული და დადგა ჩვენი ახალი ნაყინების შეფუთვის დრო. აქცენტი გვინდოდა გაგვეკეთებინა, რომ ნაყინი არის 100%-ით საღ რძეზე დამზადებული და როცა ამ თემაზე ვფიქრობდით, „კოლორ ჯგუფის“ ახლად შექმნილ დიზაინ სტუდიოსთან ერთად დავსხედით და ვთქვით - „რატომაც არა, მოდი ვცადოთ ახალი ტექნოლოგიით“. დავიწყეთ პროექტი და პროცესშივე მივხვდით, რომ საკმაოდ საინტერესო და ლამაზი შეფუთვები გამოდიოდა. აქცენტირებით რძის პროდუქტზე და ფერადოვნებაზე, მითუმეტეს, შეფუთვა საინტერესო გამოვიდა იქიდან გამომდინარეც, რომ ნაყინის ორი სახეობა გვაქვს, ვანილის და შოკოლადის და ვიზუალურად კიდევ ათასობით სხვადასხვა ტიპის ნაყინი გვაქვს დახლზე, რომელმაც ძალიან გააფერადა და გაალამაზა ჩვენი ნაყინის მაცივარი. მომხმარებელს ძალიან მოსწონს. გემოთიც იდეალურია, შეფუთვაც ძალიან ხარისხიანია და საკმაოდ საინტერესო მიგნებაა. კარგია, რომ კომპანიებს აქვთ ასეთი შესაძლებლობა, რაც აქამდე მხოლოდ უცხო ქვეყანაში იყო, სხვაგან უნდა წაგეღო დასაბეჭდად, დღეს კი, უკვე საქართველოშია იმის შესაძლებლობა, რომ საინტერესო კამპანიები ვაწარმოოთ, ინდივიდუალური შეფუთვებით. აქამდე ეს მართლა ფუფუნება იყო და დღეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა და ადვილად გამოსაყენებელი მიმართულება“, - განაცხადა სალომე გველესიანმა.

„კოლორ ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიის საშუალებით, მწარმოებლებს საშუალება ექნებათ ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები, გამოიყენონ „კოლორ ჯგუფის“ მიერ საქართველოში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი. აღნიშნული პროგრამა ერთი სახეობის პროდუქტს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

„რეგიონში ყველაზე მრავალფუნქციური პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებით ბაზარს რბილი შეფუთვების მიმართულებით სრულიად ახალ ტექნოლოგიას და პროდუქტებს სთავაზობს. უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელი გახდა უსწრაფესად, სხვადასხვა ვიზუალით განსხვავებული დიზაინების ბეჭდვა, რაც დამატებითი მარკეტინგული შესაძლებლობებია ჩვენი მომხმარებლისთვის. ერთი დიზაინით შესაძლებელია მილიონობით განსხვავებული დიზაინის დაბეჭდვა“, - აცხადებს „კოლორ ჯგუფის“ წარმომადგენელი ბესო ჭელიძე.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება