თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლება ამბობდა, კონგრესს ნუ უსმენთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წაიკითხეთო, ახლა ისიც დაწერს დარღვევებზე

ამ თვეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, კონგრესს ნუ უსმენთ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წაიკითხეთო. ვინაიდან ხელისუფლება არ მოეშვა ამ გზავნილზე საუბარს, ახლა ისიც დაწერს დარღვევებთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განცხადა.

მისივე თქმით, საზეიმოდ საქმე ჯერ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აქვს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან დაგვიმძიმდა ურთიერთობა და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმით გამოხატულება იყო კანონებში შესატანი ცვლილებები. ყოველ წელს კონგრესი იღებს ორ კანონს, სადაც საქართველოზეა საუბარი, ეს არის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და აპროპრეაციების აქტი. ორივეში საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ცვლილებები იყო დაინიცირებული. ერთი გავიდა, მეორე კი ჩავარდა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად ნიშნავს, დღეს ჩვენ სად ვართ, რა რეალობა გვაქვს. ვართ ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწია იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც მისგან ითხოვდა სტრატეგიული პარტნიორი. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება. იმ ეტაპისთვის დაგროვილი მოთხოვნები, ხელისუფლებამ მიიღო ეს ცვლილებები. ხელისუფლება ზეიმობდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯები. კარგია, რომ ეს გაიაზრეს და გადადგეს ეს ნაბიჯები. ვინაიდან ეს ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენ კონგრესის მხრიდან გარკვეული კომპორმისი ვნახეთ.

თუ კი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელშიც არასდროს კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით არ დასმულა და თუ იყო საქართველოსთან მიმართებით საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იყო ერთადერთ კონტექსტში, დადებითში და მხოლოდ საუბარი იყო, რომ ეკუთვნის და გავუზარდოთ დაფინანსება. ახლა იყო საუბარი პირველად, რომ ნდობა ინგრევა, საეჭვოდ იქცევა ხელისუფლება და უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს ჩვენ ვაძლევთ დიდ თანხსას და ახლა უნდა დავინტერესდეთ სწორად იხარჯება თუ არა ეს ფული, აშშ-ის გადამხედელების ფული.

„რა წერია ახლა ამ კანონში, რა მოხდება ანუ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში უნდა მოამზადოს. ამ ანგარიშში უნდა ეწეროს დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ ვითარდება, კორუფციის კუთხით რა ხდება და როგორია ბიზნესგარემო, საინვესტიციო გარემო და მართლმსაჯულება.

ეს ანგარიში წარედგინება კონგრესს და კონგრესი გადაწყვეტს შეაჩეროს თუ არა 15%-იანი დაფინასება. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, როცა საქართველოს პირველად უჩერდება დაფინანსება. იმხელა თანხას არ აჩერებენ რომ ჩვენ, საქართველო დაზიანდეს. ახლა მთავარია რა დაიწერება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. მთელი ამ თვეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, რომ კონგრესს ნუ უსმენთ, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკოსები არიან და „მადლობისტები“ ალაპარაკებენ და სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშები წაიკითხეთ. არ შეიძლება ამის თქმა და გაკეთება, კონგრესი საქართველოს პარლამენტი არ არის, ის არის უძლიერესი პოლიტიკური ორგანო. სულ ვამბობდი, რომ დიპლომატები სხვა ენით საუბრობენ და პოლიტიკოსები სხვა ენით და ნუ აიძულებთ დიპლომატებს რომ პოლიტიკოსების ენით ისაბრობონ. ასე საუბარი არ შეიძლება. ვინაიდან ხელისუფლება არ მოეშვა ამ გზავნილზე საუბარს და მაინც იმას ამბობდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წაიკითხეთ, ახლა ისიც დაწერს ამასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა