აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობისა და კოვიდ 19-ის პანდემიის საპასუხოდ ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.

„მაიკ პომპეო დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმაში, რომ რუსეთმა დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს