„საქართველოს ბანკი“ „წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

„საქართველოს ბანკისა“ და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, „საოცარი ახალი სამყარო“ - ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს.

მათი ცნობით, ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა“ უმასპინძლა და კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ის “წიგნების თაროს” თამაშით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით “სტუდენტები ფიქრობენ” წარსდგნენ. კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი - „რა იწვევს ორგანიზაციულ კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა“, ასევე ლევან გიგინეიშვილის მასტერკლასი - „ფილოსოფიის ვნება“ ჩატარდა. ღონისძიება გელა ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.

“საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ “წიგნების თაროსთან” პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძების ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში”, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, “წიგნების თაროსა“ და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძიებაა.

„პანდემიის პირობებში არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ - ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი, პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს