„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი - საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ არჩევნებს

საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ არჩევნებს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც პომპეო პრემიერ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან აქტიურად აკვირდება იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავს.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორები, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. ამას ადასტურებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, ვიცით, რომ ინტენსიურად იყვნენ ჩართულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო რეფორმაში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში ახორციელებდნენ ფასილიტაციას.

შესაბამისად, ჩვენმა პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ინტერესი არ შემცირებულა მათი მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ძალიან დაძაბული პოლიტიკური გარემო იყო, პოლარიზება ამჟამადაც არსებობს საზოგადოებაში, შეიძლება ეს განცხადება განვიხილოთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ არჩევნებს, იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ვითარდება. შესაბამისად, უზრუნველყონ სამართლიანი და თანასწორი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ამას ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა