ტერაბანკი ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამას იწყებს

ტერაბანკი ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სტუდენტებს სწავლის დაფინანსების გრძელვადიან პროგრამას შესთავაზებს. ერთობლივი საბანკო პროდუქტის მიზანია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მდგრადობის უზრუნველყოფა. სტუდენტური სესხის მოდელი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით და განკუთვნილია საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით ვიწყებთ სტუდენტური სესხების პროგრამას, საერთაშორისო ტენდერით გამოვლენილ კომერციულ ბანკთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის მდგრადობას შეუწყობს ხელს და ჩვენ მიერ ინიცირებულ პროგრამებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“ - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ტერაბანკის სტუდენტურის სესხის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ხოლო პრიორიტეტი მიენიჭებათ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობების სტუდენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაფინანსების მოდელი სრულად პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სწავლის დასრულებიდან 12 თვიან საშეღავათო პერიოდს.

„ტერაბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული სესხის განხორციელებას იწყებს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების სისტემის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ სტუდენტებს განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, - აცხადებენ ტერაბანკში.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხი ტერაბანკსა და ათასწლეულის ფონდს შორის არსებული კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ინერგება. აღნიშნული უნიკალური პარტნიორობა შესაძლებელი გახდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. ტერაბანკსა და ათასწლეულის ფონდს შორის საპარტნიორო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტი ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა