კახა კუჭავა - ოპოზიცია ტყუილში იმდენჯერ დავიჭირეთ, სიმართლე რომ წამოცდეთ, არავინ დაუჯერებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ- ის სახელმწიფო მდივნისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას სატელეფონო საუბარი, „ტვიტები“ თუ შემდეგი განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს საუბარი პოზიტიური იყო.

მისივე თქმით, ყველა პარტნიორისგან არის მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის არჩევნებს ჩაატარებს 31 ოქტომბერს და ეს გასაკვირი არ არის.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესია უნდა გამართულიყო, რომელიც სამწუხაროდ გადაიდო პანდემიის გამო. წლის ბოლომდე ჩატარდება და ეს შეხვედრა დაიგეგმა. საუბარი იყო არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ დარღვევებზე, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, არამედ ეკონომიკურ და ბევრ სხვა საკითხზე. პანდემიასთან ბრძოლაზე შექება მივიღეთ. როგორც პრემიერს, ასევე მმართველ გუნდს არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ერთ-ერთი სამაგალითო, რაც კი ჩატარებულა და ისეთი მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მიეცეთ პრეტენზიის გამოთქმის საშუალება. პროცესში ჩართული იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც იმ სტანდარტებს ნახავენ, არჩევნები თუ როგორ ჩატარდება და კითხვები არ იქნება დარღვევებზე. მოლოდინი, რომ ყველა პარტნიორს აქვს სურვილი საქართველოში იხილოს უფრო გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა, რომელიც დავამტკიცეთ და მხარი დავუჭირეთ, ასევე წარმატებული არჩევნები, ეს გასაკვირი არ არის,"- განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ზარები საერთაშორისო პარტნიორებისგან პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა დონეზე, ამიტომ მსგავსი კომუნიკაცია გასაკვირი არ უნდა იყოს.

„31 ოქტომბერი არის ის დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდებით. ეს მოლიდინის ფარგლებშია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვას. წინ დაძაბული არჩევნები გველოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოშლილია ოპოზიციური სპექტრი და ცდილობენ, ყველა ხელმოსაჭიდი გამოიყენონ, რომ დესტრუქცია შემოიტანონ და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პოლარიზაცია იყოს. მთავარია, ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ხელისუფლება უზრუნველყოფს. ოპოზიცია ტყუილში იმდენჯერ დავიჭირეთ, სიმართლე რომ წამოცდეთ, არავინ დაუჯერებს,"- განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა