არასრულწლოვან ნ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის ოქმი საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებული არასრულწლოვნის ნ.ხ.-ს ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის ოქმი საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას არ ატყუებს. მისივე თქმით, ნ.ხ.-ს მიერ „ინსტაგრამში“ ერთ-ერთი პირისთვის მიწერილი ფრაზები, „ამათ დავხოცავ“, „ეს აკვაპარკში დადის და იქ ვნახავ”, ვინმეს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არ მიუთითებს.

„სამწუხაროდ, სხვანაირი ინტერპრეტაცია მოხდა. მისი გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდები გავრცელდა, ისე იყო დამონტაჟებული, რომ საზოგადოებას აზრი შეექმნა, თითქოს, ეს ადამიანი მოკვლით ემუქრებოდა ვინმეს. ეს ფრაზა ფიგურალურად არის ნახსენები, რადგან ამ მიმოწერას მოჰყვება შემდეგი ფრაზა: „ჩემი მაისური თუ არ გაირეცხა, შენ ნახე მერეო“. კონტექსტიდან ამოღებული სხვანაირად ჟღერს, რეალურ მიმოწერაში კი სულ სხვა რამ იყო... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამიზნულად არ აქვს ეს მიმოწერები წაშლილი, მანამდე გოგოებთან, სხვა მიმოწერებიც ჰქონდა. მას ჩვევად აქვს, რომ საერთოდ მიმოწერებს შლის. იმ მიმოწერაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია, იქ განზრახულ ანგარიშსწორებაზე არ არის საუბარი, გამოკითხვის ოქმი რომ ნახოთ, იქ მიდის ხუმრობითი სტილი.

ვიღაც ეკითხება, რა მოხდაო. ეს უხსნის, არ ვიცი, ვინ როგორ დამარტყა, რაღაც უსიამოვნება იყოო, ის გამოძიებას არ ატყუებს ნამდვილად. სახელები, გვარები არ იცის, აგრეთვე არის ისეთი მომენტი, როცა საუბარში ახსენებს, „რა რაგბისტები, რის რაგბისტები, საერთოდ არ მინახავს იქ ისინიო“. მან საერთოდ არ იცის, ვინ „რაგბისტებზეა“ საუბარი... ნიკა ჟვანიასთან მეგობრობა და ძმაკაცობა შეიძლება არ აკავშირებს, მაგრამ უბნელები არიან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე, კიბის ეპიზოდში მონაწილეობდა, როგორც კადრებში ჩანს, ის ჩამოდის, ხდება კონფლიქტი და მას ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ, შემდეგ ის მოდის თბილისში და ამით მორჩა მისი ამ ყველაფერში მონაწილეობა“, - აცხადებს ჟღენტი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს