სერგი კაპანაძე - ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმებისთვის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი დადგეს და 4 ოლქში - „ევროპული საქართველოს“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონების ყველა ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

კაპანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს დრო წამოვიდეს იმ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ ერთობლივ კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსები ექნებათ.

„სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონების ყველა ოლქში დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ არის დრო, შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში მაქსიმუმ, მათ შეუძლიათ წამოვიდნენ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ხოლო სანაცვლოდ რამდენიმე ოლქში, კერძოდ, 4 ოლქში იქნება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ავიღეთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც 2018 წელს პირველი და მეორე ტურებში დადგა, ანუ ეს ის ოლქებია, სადაც თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ კანდიდატებს, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს