რომან გოცირიძე - რა ტონითაც სააკაშვილი ლაპარაკობდა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე, იმ სიტყვებს ამბობენ დღეს ამერიკელები და ევროპარლამენტარები

რა ტონითაც ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობდა ივანიშვილზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ზუსტად იმ სიტყვებს ამბობენ დღეს ამერიკელები და ევროპარლამენტარები,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას" ენის მოჩლექვით საუბარი არ ესმის.

მისი თქმით, დასავლეთში გვიან, მაგრამ მაინც გაიგეს „ვისთან აქვთ საქმე" და ამას მოწმობს მათ შორის, აშშ-ის კონგრესის დოკუმენტი, ასევე მაიკ პომპეოს განცხადება გახარიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„ამერიკის კონგრესის „რესპუბლიკური პარტიის“ დოკუმენტშია ნახსენები, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია და დესტაბილიზაციის ფაქტორია საქართველოში. ეს სიტყვები ვიღაცას ეგონება მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სინამდვილეში ეს არის "რესპუბლიკური პარტიის" დოკუმენტი. ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა, უკვე ამერიკის კონგრესის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში იქნა მითითებული, რომელიც მიიღო წარმომადგებელთა პალატამ. ამერიკელი ექსპერტების დღევანდელი განცხადებები 100 პროცენტიანი ალბათობით ადასტურებს, რომ მას მიიღებს, ასევე, სენატი და 15 პროცენტიანი სანქცია თავდაცვის ხარჯების გაყინვისა, სიტყვა - სიტყვით ამ ფორმით გავა, მათ შორის, იმ ჩანაწერებით, სადაც მოხსენიებულია ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. დასავლეთი უკვე საუბრობს იმ სიტყვებით, რომლითაც ოპიზიცია მოიხსენიებდა ხელისუფლებას. გაიგეს ვისთან აქვთ საქმე, სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ გაიგეს და სწორედ ამის შედეგი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც. საერთაშორისო ზეწოლის და პირადი სანქციების შიში ბიძინა ივანიშვილს ბევრ დათმობაზე წაიყვანს. მთავარი, რა განცხადებაც გაკეთდა აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მიერ, რომელიც დაიდო ტვიტერზე იყო - არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო ყუთისკენ და მანიპულაციებისკენ, თორემ ძალიან მკაცრად დაისჯებით - აი ეს იყო ნათქვამი. ძალაუფლების მიტაცებას და არჩევნების გაყალბებას ბიძინა ივანიშვილს არავინ აპატიებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთი კრიტიკულია ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ, მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა. „ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით ენის მოჩლექვა,"- აცხადებს სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა