გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მას დაუკვეთავენ.

"დარწმუნებული ვარ, აქამდეც ყველასთვის აშკარა იყო, რომ გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და მას იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა, დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინს, ვერანაირი მოლოდინი ვერ მექნება, რადგან გიორგი რურუა ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება, მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ნაწილია ამ საქმის, რა პოლიტიკური დაკვეთაც იარსებებს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წინასწარ შეუძლებელია ადვოკატმა განსაზღვროს, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ცალსახად შემიძლია ვთქვა, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს და პროკურატურის გამოყენება ხდება პოლიტიკური მოტივაციით", - აცხადებს საძაგლიშვილი.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს ბრალდებული რურუა, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. უცნობია, გადაწყვეტილება დღესვე გახდება თუ არა ცნობილი.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მას დაუკვეთავენ.

"დარწმუნებული ვარ, აქამდეც ყველასთვის აშკარა იყო, რომ გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და მას იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა, დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინს, ვერანაირი მოლოდინი ვერ მექნება, რადგან გიორგი რურუა ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება, მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ნაწილია ამ საქმის, რა პოლიტიკური დაკვეთაც იარსებებს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წინასწარ შეუძლებელია ადვოკატმა განსაზღვროს, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ცალსახად შემიძლია ვთქვა, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს და პროკურატურის გამოყენება ხდება პოლიტიკური მოტივაციით", - აცხადებს საძაგლიშვილი.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს ბრალდებული რურუა, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. უცნობია, გადაწყვეტილება დღესვე გახდება თუ არა ცნობილი.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი