ელენე ხოშტარია - მტიცებულებები ერთადერთ რამეზე მეტყველებს, დანაშაული ჩადენილია გიორგი რურუას მიმართ, მას იარაღი ჩაუდეს

მტკიცებულებები მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ გიორგი რურუას მიმართ, მას იარაღი ჩადებული აქვს, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი რურუას საქმე პოლიტიკური დევნის ნაწილია.

„აბსოლუტურად ყველასთვის ცხადია, რომ ეს სამართლებრივი შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი საქმეა. ჩვენი მეგობრებისგან ძალიან მკაფიოდ გვესმის გიორგი რურუას სახელის, მისი დევნის, სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენების ხსენებით, რომ საქართველო მსგავსი მოქმედებებით დაზიანდება. ჩვენი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. ამიტომ, მოლოდინი რთული სათქმელია, რადგან ეს არ არის სამართლებრივი საქმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" მიხვდება, რომ ამ მეთოდებით ვერაფერს გახდება", - განაცხადა ხოშტარიამ.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მას დაუკვეთავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება