იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით ტრენინგები გაიმართა  თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, 27 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით, USAID PROLoG-ის მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის კასკადური სახის ტრენინგები გაიმართა თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი’’. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი კოდექსი, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, მიზანად ისახავს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობას.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ცნობით, ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. სამართლებრივ ნაწილს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია; თაკო ონიანი; ეკა ზარნაძე და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი. ტრენინგის მეორე ნაწილში ჩართულები იყვნენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

ტრენინგების მიმდინარეობის პროცესში, დღის წესრიგის მიხედვით, განიხილებოდა ბავშვის უფლებათა კოდექსი; მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები, ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები, ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; ბავშვის განვითარების თავისებურებანი, მიჯაჭვულობის როლი, ფსიქო-სოციალური და მორალური განვითარება და სხვა.

კასკადური ტრენინგების ფარგლებში, ამ ეტაპზე ჩატარებულია 31 დისტანციური სასწავლო აქტივობა, საერთო ჯამში, გადამზადდა საერთო სასამართლოების 171 მოსამართლე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა