ნათია თურნავა - EBRD-ის 90-მილიონიანი დაფინანსებით საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი გადამცემი ქსელი და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა. მინისტრის თქმით, აღნიშნულს ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა.

„განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. EBRD - მა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD - თან გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის განხორციელებას შეეწყობა ხელი.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური - წყალტუბოს, ნამახვანი - წყალტუბოს, ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის, ნენსკრა - მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

„აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება”,-აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს