გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, „კაწროს“ მეგობარი შსს-ში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, "კაწროს" მეგობარი, დაჩი ბუაძე იმყოფება. ფაქტი შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს