დავით ჭიჭინაძე - გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ ფულის სანაცვლოდ კვოტებს სთხოვდა, თუმცა მათ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ ფულის სანაცვლოდ კვოტებს სთხოვდა , თუმცა „ნაციონალებს“ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ“.

დავით ჭიჭინაძის განმარტებით, ის გაცილებით მეტ ინფორმაციასაც ფლობს, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეტალებს „ნაციონალები“ თავადაც მოყვებიან.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ე.წ. ერთობა დაინგრეოდა. გიორგი ვაშაძე კი, უბრალოდ არასერიოზული ადამიანია. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც თამაშობ ვიღაცის თამაშს, ბოლომდე მაინც უნდა ითამაშო... თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეყოთ გონება არ დათანხმებოდნენ იმ უწესო წინადადებებს, რომელსაც გიორგი ვაშაძე მათ სთავაზობდა. ის ითხოვდა კვოტებს ფულის სანაცვლოდ, აბა ისე ვაშაძე ვის რად უნდა. „ნაციონალებმა“ უარი უთხრეს, ვაშაძესაც არაფერიც აღარ დარჩა“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს დიდი დაფინანსება აქვს.

„ისე ფულს ვინ იძლევა ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით. შესაბამისად, ზუსტად იქიდან აქვს გიორგი ვაშაძესაც ამხელა დაფინანსება! აბა ის ბიზნესში არასოდეს ყოფილა და სულ პოლიტიკაშია, სამაგიეროდ, ახლო ნათესავი ჰყავს „მთავარი ქისა.“ ამიტომ ვამბობ ყოველთვის, ჩემს ოლქში მე „ქართულ ოცნების“ ორ კანდიდატს ვუპირისპირდები“,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა