14.07.2025 / 09:02
სალომე სამადაშვილი - გიორგი რურუა უდანაშაულოა, სახელმწიფო, რომელმაც საქმე შექმნა მის წინააღმდეგ, დამნაშავეა

გიორგი რურუა უდანაშაულოა, სახელმწიფო, რომელმაც შექმნა საქმე მის წინააღმდეგ, დამნაშავეა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.

სალომე სამადაშვილის თქმით, თუ გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩება, ამით პოლიტიკური პოლარიზაცია გამწვავდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. გიორგი რურუა უდანაშაულოა, სახელმწიფო, რომელმაც შექმნა საქმე მის წინააღმდეგ, არის დამნაშავე. ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, უკანასკნელ დღეებში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შეწყდეს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რასაც დღეს მიიღებენ სასამართლოში განსაზღვრავს არამარტო გიორგი რურუას ბედს, არამედ მოახდენს დიდი გავლენას, იმაზე თუ როგორ ხედავს ჩვენს ქვეყანას ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს იმოქმედებს ქვეყანაში წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოზე. გიორგი რურუას უსამართლოდ ციხეში დატოვება გაამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. არ შექმნის იმ გარემოს, რაც არჩევნებზე გვჭირდება", -განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ მისი საქმე გაყალბებულია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ