ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, რაჭაში ყველა დამსვენებელს და განთავსების ობიექტს დახმარებას აღმოუჩენს

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” განცხადებით, მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, რაჭაში ყველა დამსვენებელს და განთავსების ობიექტს დახმარებას აღმოუჩენს.

სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ მუდმივ კონტაქტზე იმყოფება რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან იმისთვის, რომ მოხდეს სტიქიის შედეგად დამდგარი საჭიროებების იდენტიფიცირება და დამსვენებლების საჭიროებების დადგენა, რათა საჭიროებისამებრ მთავრობამ სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება თითოეულ მათგანს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ იმ დამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისათვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან, რომელთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

"პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან. მოგეხსენებათ, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია შესული და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან ვინც იქ ისვენებს, იმისთვის, რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება დაუდგა სტიქიიდან გამომდინარე“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის შეყვანა. გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ავრცელებს.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში