დიმიტრი პესკოვი - ველოდებით, რომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების უფლებები სრულად იქნება დაცული

ველოდებით, რომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების უფლებები სრულად იქნება დაცული, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის მოქალაქეების ბელარუსში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოსკოვს აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს.

„დღეს ჩვენს ელჩს შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმედი გვაქვს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შორის არსებული საკომუნიკაიცო არხების საშუალებით მომხდარის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მივიღებთ,“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მებრძოლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით შესვლის შესახებ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს