დავით ჭიჭინაძე - წითელია ანთებული და „ქართულმა ოცნებამ“ 100%-იანი მხარდაჭერაც რომ დაწეროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მათ მხარდაჭერას აღარ აპირებენ

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, როგორც ქართველი ხალხი, ისე მსოფლიოს წამყვანი ლიდერები საქართველოში ცვლილებებს ელოდებიან. ასე შეაფასა მან წერილი, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართეს.

როგორც დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 100%-იანი მხარდაჭერაც რომ ჰქონდეს, მათ მხარდაჭერას ცივილიზებული სამყარო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღარ აპირებს.

„წითელია ანთებული და „ქართულმა ოცნებამ“ 100%-იანი მხარდაჭერაც რომ დაწეროს, ფაქტია, მათ მხარდაჭერას ცივილიზებული სამყარო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღარ აპირებს. ის, რომ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და გამოყენებულია სიტყვა „რუსი ოლიგარქი“, მანამდე კი ცოტა უფრო ადრე იყო განცხადება, რომ რუსეთი და ჩინეთი არ არიან ჩვენთვის მეგობრები, ეს მიანიშნებს იმას, რომ რუსი ოლიგარქი არის მმართველი ძალის მეთაური და შეერთებული შტატებისთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ასევე, მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით და როგორც ქართველი ხალხი, ისე მსოფლიოს წამყვანი ლიდერები ამ ქვეყანაში ცვლილებებს ელოდებიან“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ