სტუ-ის პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„დაინტერესებულ აპლიკანტებს განაცხადის შევსება შეეძლებათ შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: სამრეწველო ავტომატიზაცია; ჰაერის კონდიცირება; საოფისე საქმე; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; ღონისძიების ორგანიზება; ავტომობილის ელექტრული სისტემების შეკეთება; ავტომობილის ძრავის შეკეთება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; საბაჟო საქმე; გრაფიკული დიზაინის ხელოვნება; ხის მხატვრული დამუშავება; სარკინიგზო გადაზიდვა.

საშემოდგომო მიღებაზე აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები: სამთო ტექნიკოსი; სამთო ელექტრომექანიკოსი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი.

დაინტერესებული პირებისთვის სტუ-ის მოდულური პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რუბრიკაში "სიახლეები, ბმულზე: https://gtu.ge/News/15066/

ონლაინ რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პორტალზე https://vet.emis.ge რეგისტრაცია უნდა გაიაროს და „პირადი მომხმარებელის“ გვერდი შექმნას. სსს/შშ მქონე აპლიკანტმა, აუცილებლად უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი’’. რეგისტრაციის ინსტრუქცია აპლიკანტს შეუძლია იხილოს ბმულზე: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf ; აპლიკანტისთვის რეგისტრაციის გასავლელად საჭირო დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ საკონტაქტო პირებს: სტუ-ის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტს თამარ კობერიძეს (+995 555 535 282) და სსსმ პირთა ასისტენტს თამარ მახარაშვილს (+995 598 47 40 77).

ცნობისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013 წლის შემოდგომიდან, ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვასა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირის ტრანზიციის პროცესს, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით, დასაქმების ბაზრამდე.

შშმ და სსსმ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით სარგებლობენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა