თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.

როგორც ცენტრის დირექტორი მარიამ ჯიჭკარიანი აცხადებს, შეთანხმება მოხდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.

„სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები. კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით ცალკე კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა უბრალოდ, ზოგადად იყო საუბარი“, - განაცხადა ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს და პროცესებს აკვირდება.

„ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუ გამოიკვეთება, რომ შეგვიძლია შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ დამატებით ამ კუთხით შევისწავლით საკითხებს. ეს შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ რა მუქარები და ზეწოლები ხორციელდება სოციალურ ქსელში ამ მიმართულებით. სახალხო დამცველი და აპარატი მზაობას ყოველთვის აფიქსირებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს