რას წარმოადგენს და რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი?

დრო გადის, სმარტფონები კი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და მათ გარეშე ერთი სრული დღის გატარება უკვე წარმოუდგენელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ამ გაჯეტთან ჰარმონიული ურთიერთობის პროცესი მისი არჩევანით იწყება, კითხულობ სტატიებს, ეკითხები მეგობრებს, უყურებ ვიდეო მიმოხილვებს, იკვლევ სხვადასხვა პარამეტრებს და ამ ხანგრძლივი პროცესის ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომლის სისწორეს მომავალი რამდენიმე წელი დაგიმტკიცებს.

ზემოთ მოთხრობილ საძიებო პარამეტრებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სმარტფონის გარანტიაა. ნებისმიერი მომხმარებელი დაფიქრდება იმაზე, არის თუ არა სმარტფონი ორიგინალი, ან თუ მოქმედებს რაიმე სახის საგარანტიო დაზღვევა მასზე. Samsung-ი უკვე წლებია იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას სპეციალურად საქართველოს რეგიონისთვის. გასულ წელს Samsung-მა ჰოლოგრამის ლოგო შეცვალა კიდეც, ახლა მასზე საქართველოს რუკის კონტური არის დატანილი და ამჯერად წარწერა „ოფიციალური საქართველოსთვის“ ქართულ ენაზეა შესრულებული. ჰოლოგრამის გაყალბება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მას სამხრეთ კორეაში სპეციალური, მაღალი დონის მოწყობილობით ამზადებენ.

და მაინც, რატომ უნდა შევიძინოთ სამსუნგის სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით? ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონი ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ასეთი სმარტფონები ასი პროცენტით მორგებულია ქართული მობილური ოპერატორების ქსელებთან, რაც მთავარია სმარტფონს მოყვება აქსესუარები, რომლებიც სპეციფიკურად საქართველოს რეგიონისთვის არის დამზადებული და დამატებით ადაპტერების გამოყენება საჭირო აღარ არის. Samsung-ის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონს მოჰყვება სამსუნგის გარანტია და რაც მთავარია ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო დაცულს ხდის, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ სერვის ცენტრში გამოიყენებენ მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს და მოგემსახურებიან მხოლოდ პროფესიონალი ტექნიკოსები უმოკლეს ვადაში.

გარდა დაცულობისა, Samsung-ის ოფიციალურ ჰოლოგრამას აქვს მრავალი უპირატესობა. ორიგინალი ფლაგმანი სმარტფონის შეძენისას თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ Trade In აქციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეაფასოთ და ჩააბაროთ ძველი ნებისმიერი სმარტფონი და შეიძინოთ Samsung Galaxy სერიის სმარტფონები განსაკუთრებული ფასდაკლებით. ამისათვის თქვენ უნდა მიიტანოთ სმარტფონი Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში, სადაც შეამოწმებენ მის მდგომარეობას (ეკრანი, ელემენტი, კორპუსის ვიზუალი...) და შეაფასებენ მას. სწორედ ამის მიხედვით თქვენ გექნებათ ფასდაკლების ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებთ Samsung-ის უახლესი ფლაგმანის შესაძენად და რაც მთავარია ყიდვის დღიდან თქვენ გაქვთ უსაზღვრო გარანტია ეკრანის გატეხვაზე, რაც კომფორტის დიდი გარანტია.

ახლა, რადგან უკვე იცით, თუ რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი, გაჩნდებოდა კითხვა თუ სად შეიძლება ორიგინალი სმარტფონის შეძენა. ეს შესაძლებელია სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი . და ამავდროულად უამრავი ინტერნეტ თუ რითეილ მაღაზია, სადაც შეგხვდებათ სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით..

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი