„ჯეოქეისის" თავმჯდომარე  ვიქტორ ყიფიანი ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე გამართულ ონლაინ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე ონლაინ ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ჯეოქეისიდან“ აცნობეს, ფორუმის მიზანი იყო ვაშინგტონსა და კასპიის რეგიონში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოწვევა და მათი ჩართულობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე მსჯელობა, მათ შორის კასპიის რეგიონში ამერიკის გეოპოლიტიკური დინამიკის განხილვა.

"ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე გამართულ ონლაინ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, საქართველოს პროგრესი არის თანაბრად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის.

„შემთხვევითი არ არის, რომ ორივე ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს განიხილავენ, როგორც ღირებულ და მთავარ პარტნიორს რეგიონში. ეს მოცემულობა მკაფიოდ უსვამს ხაზსს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე და არავისთვისაა გასაკვირი, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირთან მეტი დაახლოებისკენ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ავითარებს ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს მის ევროპულ სამშობლოსთან, ამასთანავე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივებს მოაქვს მეტი ევროპა რეგიონში. რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია არის კონსტიტუციური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს მთელ რიგ მექანიზმებს ვაშინგტონსა და თბილისს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.

ამასთანავე, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა კასპიის რეგიონში გეოპოლიტიკური ინტერესების დინამიკასა და პოსტ-პანდემიური საერთაშორისო სისტემის ტენდენციებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა