გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგიის გადახედვაზე ან გაუქმებაზე ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგიის გადახედვის ან მისი გაუქმების კუთხით ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

როგორც გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რაც საქსტატის კომპეტენციის სფერო არაა.

„ამ კუთხით კონკრეტული ცვლილება არ გვაქვს. იმ დინებით ვაგრძელებთ ამ მაჩვენებლის გაანგარიშებას, რომელიც 2003 წლიდანაა დანერგილი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას იყო რეკომენდაციები. სამომავლოდ ალბათ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საერთაშორისო ანალოგიების დამკვიდრება ამ მაჩვენებლის ნაცვლად. მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმის გაუქმებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რაც საქსტატის კომპეტენცია არაა და არაა ჩვენზე დამოკიდებული“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში საქართველოში, საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპების მიხედვით შემდეგია: ერთსულიანი ოჯახის - 165,3 ლარი; ორსულიანი - 264,4 ლარი, სამსულიანი - 297,5 ლარი, ოთხსულიანი - 330,5 ლარი, ხუთსულიანი 371,9 ლარი, ექვსსულიანი და მეტი - 439,6 ლარი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 165,3 ლარის შეადგენს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა