„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, უმაღლეს დაწესებულებებში დაფინანსების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, უმაღლეს დაწესებულებებში დაფინანსების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. როგორც პარტიაში აცხადებენ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და შესაბამისად, არაეფექტურ ხარჯს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მოცემული თანხებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველწლიურად გაცილებით მეტი სტუდენტის დაფინანსება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს სტუდენტური დაფინანსების თაობაზე შეხვედრა შედგა.

„შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს კვლავ არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს. არსებული თანხის სწორად და რაციონალურად განაწილების შემთხვევაში, დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა იქნებოდა მნიშვნელოვნად მეტი (100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი ან მხოლოდ 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი გრანტები). არაეფექტურობა და უსამართლობა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ მიუღიათ სასწავლო გრანტები და, შესაბამისად, აჩვენეს დაბალი შედეგები, იღებენ 100%-იან დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, სამინისტროს მიერ შესაფერისი კვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან; ამასთანავე, პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებულმა დაფინანსების ორმაგმა ფორმამ, როგორც პროგრამული დაფინანსება, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტი - გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე; - ამ მიმართულებით 40-50 მლნ ლარია გაფლანგული. ასევე, აუდიტის დასკვნაში მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა წლების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 11%-ს, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა. ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53%-მა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში.

ასევე, ხაზგასასმელია უნივერსიტეტებს შორის არასამართლიანი განაწილება კვოტებისა და პროგრამული დაფინანსების კუთხით, პრიორიტეტულ მიმართულებებად აღიარებისათვის სახელმწიფო არ ითვალისწინებს უნივერსიტეტის შედეგებს, სამინისტროს არ აქვს შემუშავებული შერჩევის ობიექტური მექანიზმები. მთავრობის აღნიშნული დადგენილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად იმატებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, (ამჟამინდელი მონაცემებით ეს რაოდენობა უკვე 56 ათასს აჭარბებს), პოსტპანდემიურ სიტუაციაში, როცა 2020 წლის მაისში, წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში და ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა მაჩვენებელმა -5,4% შეადგინა, საგრძნობლად გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც გაუჭირდათ სწავლის საფასურის გადახდა, თუმცა დადგენლებით სტუდენტთა სოციალური დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება უცვლელია.

2016 წელს განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ და შემდგომ ყველა მინისტრმა საკუთარი მინისტრობის პერიოდში არაერთხელ დააანონსა სტუდენტთა დაფინანსების წესის აუცილებლი შეცვლა, უფრო მეტიც, არსებული ფორმა შეფასდა როგორც არასწორი და მავნებლური წესი. მიუხედავად ამისა, პირველი განაცხადიდან ოთხი წლის შემდგომაც შემოთავაზებული დადგენილებით ძალაშია გასული წლების პრაქტიკა და გრძელდება ის მანკიერი მიდგომა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლისთანავე იქნა შემოთავაზებული. მივმართავთ მთავრობას, რომ სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიცვალოს დაფინანსების არსებული არასამართლიანი მოდელი, შედეგების მიხედვით”,-აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა