ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე მოდელზე მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე მოდელზე მუშაობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ვინაიდან დღევანდელი ეპიდვითარება ჩვენ ამის საფუძველს არ გვაძლევს. საუბარია სხვადასხვა მოდელზე, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრო დააზუსტებს, საჭირო დროს ჩვენს მოქალაქეებს აცნობებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სწავლა უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხო და რა თქმა უნდა, ჩვენმა ბავშვებმა უნდა შეძლონ და მიიღონ შესაბამისი განათლება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს