გიორგი გელხაური - ზ.ხ.-სთან მიმართებაში ბრალის დამძიმების არანაირი საფუძველი არ არსებობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდეს.

„ამ საქმის ფარგლებში შეუძლებელია, რომ რაიმე სახით დამძიმდეს ბრალდება. რაც შეეხება ახალ ბრალს, გამოძიების მიერ დღემდე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ.ხ.-ს რაიმე სახით შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან, მისი ფიზიკური სიახლოვეც კი არ დასტურდება. შესაბამისად, ზ.ხ.-სთან მიმართებაში ბრალის დამძიმების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მტკიცებულების გარეშე ადამიანს დააბრალო განზრახ მკვლელობა არანაკლებ ტრაგედიაა, რაც შაქარაშვილთან მიმართებაში მოხდა“, - განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არც ერთი არასრულწლოვანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„განუცხადეს სასამართლოს, რომ არც ერთ კვალიფიკაციაში არანაირი ბრალი არ მიუძღვით და შესაბამისად, ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ზ.ხ. გამოძიების დაწყების შემდეგვე თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან ჩვენება მისცა, თუმცა სამწუხაროდ გამოძიებამ ეს ჩვენება მიიღო იძულებით და მასზე პოლიციის განყოფილებაში იძალადეს. იგი მზადაა გამოძიებასთან ყველანაირად ითანამშრომლოს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს