საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდა პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. გამოცდაზე 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატია დარეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. დაგვიანებული გამოცდაზე აღარ დაიშვება.

„გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

წინა წლებისგან განსხვავებით 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულები მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს აბარებენ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მაგისტრობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს