სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის შემდგომ ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ, ადამიანებმა დაფიქრება შეძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ღონისძიება გახსნა, რომელზეც მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ და 10 წლის მუსიკოსმა ცოტნე ზედგენიძემ კარანტინში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პანდემიის შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პანდემიის დროს ადამიანები არსებულ სიტუაციაზე დაფიქრდნენ, ხოლო ხელოვანებმა ეს თავიანთ შემოქმედებაში ასახეს.

პრეზიდენტის შეფასებით, ხელოვნებასა და კულტურას ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ამ სასახლეში, კოვიდის გრძელი პერიოდის შემდგომ აღდგა სიცოცხლე. ძალიან მნიშნველოვანია, რომ კოვიდის პანდემიის შემდგომ ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. პირველყოფილი შიში რაღაცნაირად ისევე წამოვიდა ჩვენზე, აღძრა. ასევე ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიო ერთგვარად გაჩერდა. ამას ჰქონდა თავისი პლიუსებიც. იმ მხრივ, რომ ადამიანებმა დაფიქრება შეძლეს, ამ გაჩერებულ მდგომარეობაში, რაც მთავარია შეძლეს ხელოვანებმა თავიანთი ხელოვნებით გამოხატვა ამ სიტუაციის, ამ მდგომარეობის, მისი ტრაგიზმის, როგორც იმედის, რომელიც ყველაფერს ტრაგიკულს თან ახლავს.

ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ გავეცნოთ სწორედ ხელოვნების ამ დიდ ძალას, რომ რაც არ უნდა გამოწვევა იყოს მსოფლიოში დღეს, ხელოვანს და ხელოვნებას, კულტურას ყოველთვის შეუძლია, რომ დაძლიოს ეს, არა მხოლოდ თავის თავში, არამედ დაძლიოს საზოგადოებისთვის. ძალიან დამოკიდებული არის ჩვენი საზოგადოება სწორედ თავისი კულტურის ძალაზე, რამეთუ ჩვენი იდენტობა მოდის ამ კულტურის ძალით, ამდენი საუკუნის მანძილზე, რამაც შეგვაძლებინა ყველაფერი, რაც შევძელით.

მოხარული ვარ, რომ ორი ძალიან განსხვავებული პიროვნება დავპატიჟეთ. ერთი მხატვარი მამუკა ცეცხლაძე და ნახავთ ამ გამოფენას, რომელიც ძალიან საინტერესოა. ეს ეძღვნება ერთ-ერთ ქვეყანას, რომელმაც განიცადა, შეიძლება სხვებზე მეტად, მაგრამ ეძღვნება მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ დღესაც ვხედავთ სხვადასხვა კონტინენტზე, რომ ეს გრძელდება და ყველას საერთო ბედია. აქ არავინ არის გამორჩეული და ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა. ეს მხოლოდ სოლიდარობით იქნება შესაძლებელი და მხოლოდ ხელოვნებით.

ასევე გვეყოლება ახალგაზრდა პიანისტი, რომლის ნახატები პანდემიის დროს არის შექმნილი. ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე, რომელიც ასევე თავის კომპოზიციას შეასრულებს, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა