1-ელ აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ხვალ, 1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში, მხოლოდ ერთი დღით მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის "ROMA" დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ფერწერული ტილოები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე დასწრება მსურველებს ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ შეეძლებათ - მათ ელექტრონულ ფოსტაზე info@president.gov.ge პირადი მონაცემები უნდა გააგზავნონ.

„ორბელიანების სასახლე ღია იქნება სტუმრებისათვის 1-ელ აგვისტოს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ გამოფენა იმართება პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით. გამოფენა სასახლეში 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

სერია "ROMA" 14 ფერწერულ ტილოს აერთიანებს. მხატვრის ხედვის რაკურსი რომის და ვატიკანის ნაცნობი ქუჩების და არქიტექტურისკენაა მიმართული. წარმოდგენილ ნამუშევრებში საკუთარ დიდებასთან მარტოობაში დარჩენილ ტაძრებს, მოედნებს, ხიდებს და შადრევნებს ვხვდებით.

მხატვრისთვის სერიაზე მუშაობის ინსპირაციის წყარო წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე პაპი ფრანცისკეს მიერ აღვლენილი საგანგებო ლოცვის ამსახველი კადრები გახდა. სერიის პირველი ნამუშევარიც სწორედ ამ ისტორიულ მომენტს ასახავს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს