გიორგი ვაშაძე - „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ არცერთი დაპირება არ შეასრულა - პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალმთიანი აჭარის ბაზარი კონტრაბანდულმა სიგარეტმა გაავსო, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის პოლიტიკამ განაპირობა.

ვაშაძის თქმით, ერთ კვირაში თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემის მოგვარების ფორმულას შეიმუშავებს, რადგან მიაჩნია, რომ ადგილობრივი ბაზრით სარგებლობა უზარმაზარ ხარჯებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და ადგილობრივებს თამბაქოს გასაღების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მართლა მოატყუა ხალხი და არცერთი დაპირება არ შეასრულა. მე ერთი რამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ - მინისტრი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის. დავიწყებთ აღმშენებლობას და დავამარცხებთ სიღარიბეს. პრემიერობა კი არა ჩემი, მიზანი არის, რომ არცერთი მშიერი ბავშვი არ იყოს და აღარავინ ნაგავსაყრელზე არ ეძებდეს საჭმელს საქართველოში, გვქონდეს ქვეყანა, რომლითაც ვამაყობთ ჩვენი თითოეული მოქალაქე. ადგილობრივ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ხელშეწყობა, დღეს საქართველოს ბაზარი გაავსო კონტრაბანდულმა სიგარეტმა, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას აქვს. ერთ კვირაში ჩვენ გვექნება მათთან საუბარი, დავდებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას და ყველა ადგილობრივ თამბაქოს მწარმოებელს ექნება სრული ხელშეწყობა იმისა, რომ ისარგებლოს ადგილობრივი ბაზრით, არ ჰქონდეს უზარმაზარი გადასახადები და ადამიანებს ჰქონდეს ხელშეწყობა. ფაქტობრივად მაღალმთიანი აჭარა დგას თამბაქოზე, ძალიან ბევრ ადამიანს მოყავს, გასაღების ბაზარი კი არ აქვთ. ეს უნდა შეიცვალოს, ეს უსამართლოა თუ როგორ და რანაირად ამისთვის ერთ კვირას ვიღებ ვადას. მე არ მიყვარს ზედაპირულად ლაპარაკი, დავდებ ფორმულას თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას" - გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ