სურამში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს, რაზეც რამდენიმე დღეში ექსპერტიზა ჩატარდება

დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის ოჯახის ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს, რასაც ადვოკატებიც უწყობენ ხელს.

წულეისკირის თქმით, ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება მოწმობს იმაზე, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"მინდა მოგახსენოთ სურამში 6 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. აღნიშნული პიროვნება დღეის მდგომარეობით ცდილობს თავი წარმოადგინოს, როგორც შეურაცხადი, ანუ ადვოკატები და თვითონ მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იმისკენ, რომ წარმოჩინდეს თითქოსდა, ეს პიროვნება არის შეურაცხადი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებები საპირისპიროს მოწმობს. შესაძლებელია, ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩადენის დროს იყო სრულიად გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩადენის მომენტში აღნიშნული პიროვნება იყო შერაცხადი. ამ საკითხის დასადგენად ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ჩაინიშნება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას გარკვეულ წრეებში ჰყავს თანამდებობის პირები და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ ვინმე შეეცდება, რომ გამოძიებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება, რაიმე სახით ჩაფარცხოს აღნიშნული საქმე ან ნებისმიერი საშუალებით ექსპერტიზაზე მოახდინოს ზეგავლენა, ჩვენ ყველა ამ პიროვნებას ვამხელთ. ოჯახის წევრებს გააჩნიათ შესაძლო რესურსი, რომ ჩვენ მივიწვიოთ უცხოეთიდან ექსპერტები და ალტერნატიულ ექსპერტიზებს ჩავნიშნავთ საჭიროების შემთხვევაში. ხასგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. ამას მოწმობს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია საქმეში", - განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

დანაშაულის ფაქტი მიმდინარე წლის 6 ივლისს, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო