დონალდ ტრამპის მრჩევლების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი მარკ მიდოუსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შეშფოთება ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო გამოხატა, თუმცა არჩევნები დაგეგმილ დღეს, 3 ნოემბერს, ჩატარდება.

„ვაპირებთ, არჩევნები 3 ნოემბერს ჩავატაროთ და პრეზიდენტი ამ არჩევნებს მოიგებს,“- აღნიშნა მიდოუსმა.

არჩევნების 3 ნოემბერს ჩატარებას აანონსებს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის მრჩეველი ჯეისონ მილერიც.

„არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტ ტრამპს არჩევნების 3 ნოემბერს ჩატარება სურს,“- აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. „ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში. გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა