კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა. 5 წლიანი შეთანხმების მიზანია სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა. რესურსი გამოყოფილია ევროპის საინვესტიციო ბანკის, Georgia Outreach Initiative ფარგლებში, გამყარებულია ევროკავშირის გრანტით და წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ მყისიერ პასუხს კოვიდ-19-ით გამოწვეული სირთულეების სამართვად. მოქნილი და ხელმისაწვდომი პირობებით დაფინანსება საშუალებას მისცემს ქართველ ფერმერებს შეუფერხებლად განაგრძონ ბიზნეს საქმიანობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

ლილიანა პავლოვა - ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი : “ამ სესხით ევროპის საინვესტიციო ბანკი და "ევროპის გუნდი" ასრულებს დაპირებას და ეხმარება საქართველოს კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში. კრედო ბანკს პარტნიორობის ფარგლებში ვაწვდით ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ რესურსს, რომელიც დაეხმარება ბანკის მომხმარებლებს შეინარჩუნონ ფუნქციონირება კრიზისის პერიოდში და შეძლონ ბიზნესების სწრაფი აღდგენა, რაც შედეგად ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და გააძლიერებს ქვეყნის საფინანსო სექტორს. ეს ყველაფერი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო წინსვლისთვის."

კარლ ჰარტცელი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში : “რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გამოყოფილი რესურსი დაეხმარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო სექტორს სურსათის წარმოებისა და დასაქმების თვალსაზრისით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის."

ზაზა ფირცხელავა - კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: “მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის რათა ერთად გავაუმჯობესოთ ფინანსური ჩართულობა საქართველოში, არასტაბილურ პერიოდშიც კი კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლების გვერდით დგომისთვის და ევროკავშირს ტრანზაქციის ფარგლებში გამოყოფილი დამატებითი გრანტისთვის. გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში მიმართული იქნება ფერმერების დასახმარებლად წარმატებით გაუმკლავდნენ კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს, რაც თავის მხრივ დიდ წვლილს შეიტანს სასოფლო სამეურნეო სექტორში შეუფერხებელ წარმოებაში და ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შესაბამისად უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას საიმედო ინვესტიციებისთვის.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 74 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით. ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) -გან შედგება.

www.credobank.ge

კრედო ბანკის Facebook გვერდი

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა