არჩილ თალაკვაძე - მომავალში კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

მომავალში კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარემო არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება გამოწვევა მთავრობებისთვის და მისი უფრო მეტად გათვალისწინება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში პროგრესის წამყვანი ნაწილი იქნება.

„ჩვენ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი, რასაკვირველია მომავალში კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს დავსვამთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჩვენს პროგრამაში, საჯარო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად იქნება ასახული გარემოს რაციონალური მართვის საკითხები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების ასახვის საჭიროებაზე.

„ცალკე მსურს გამოვყო განათლების სფეროს მნიშვნელობა გარემოსთან დაკავშირებული ეფექტური და სწორი პოლიტიკის წარმოებაში, ვინაიდან განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვით, მეტი მიწოდებით ახალგაზრდებისთვის იქმნება საფუძველი, რომელიც მომავალში უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი. შესაბამისად, შემდეგი წლების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს. გააგრძელებს იმ პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებითაა“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო