როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით

თიბისი ფეის მომენტალური გადახდების პლატფორმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა ვებ-გვერდის გარდა, უკვე მობილური აპლიკაციის სახითაც ხელმისაწვდომია. კომპანია ფინანსური ტექნოლოგიების სიახლეებს დაუყოვნებლივ ნერგავს თავის სისტემაში და მომხმარებელს ყოველთვის აქტუალურ, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და საინტერესო სერვისებს სთავაზობს. აპლიკაციაც სწორედ მომხმარებლების მეტი კომფორტისა და თავისუფლებისთვის შეიქმნა.

მრავალფუნქციური აპლიკაცია თიბისი ფეისგან

თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც უამრავი საჭირო და სასარგებლო ფუნქცია აქვს. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ მისი დიზაინი, რომელიც მობილურის მომხმარებლებზეა მორგებული და მის გამოყენებას მარტივს და კომფორტულს ხდის; მოსახერხებელი ნავიგაცია კი საჭირო სერვისების იოლად მოძებნაში გვეხმარება.

აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხარებელს. მის გამოსაყენებლად არ არის საჭირო რომელიმე კონკრეტული ბანკის მოხმარებელი იყოთ. სისტემის უნივერსალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს - ნებისმიერი საბანკო ბარათის მქონე პირს შეუძლია ისარგებლოს ერთი სივრცით, სადაც 1000-ზე მეტი კომპანიის უამრავ სხვადასხვა სერვისს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გადაიხდიან.

ფინანსური ონლაინ-სერვისები ინტერნეტ-ბანკის სახით მხოლოდ საბანკო სექტორის მომხარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, თიბისის აპლიკაცით კი შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლოთ ყველა სერვისით და ამისათვის საერთოდ არ არის საჭირო რომელიმე ბანკის ბარათის მფლობელი იყოთ. თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია თავისი მრავალფუნქციურობით თავისუფლად შეგიცვლით ინტერნეტ ბანკს.

როგორ გადავიხადოთ გადასახადები აპლიკაციით

თიბისი ფეის აპლიკაცია ონლაინ გადახდებისთვის მომხმარებლებს სრულ თავისუფლებას აძლევს - გადაიხადეთ გადასახადები, დაფარეთ დავალიანებები, გადარიცხეთ თანხა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. მობილური ხომ ყველას ყოველთვის გვერდით გვაქვს. თანაც, ამისათვის სულ არ დაგჭირდებათ მობილური ინტერნეტის გამოყენება. აპლიკაციის სრული სერვისით მაშინაც კი ისარგებლებთ, როდესაც ინტერნეტის ბალანსი ამოწურული გაქვთ. ჯერ-ჯერობით ეს სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მალე ამ ფუნქციით ყველა მომხმარებელი ისარგებლებს.

აპლიკაციით სარგებლობა მარტივია. ამისათვის დაგჭირდებათ რეგისტრაცია რისთვისაც მხოლოდ მობილურის ნომერი უნდა მიუთითოთ. ამის შემდეგ კი მოხვდებით მთავრ გვერდზე, სადაც 3 მთავარი განყოფილებაა - მოითხოვე თანხა, გადარიცხე თანხა და გადაიხადე გადასახადები.

თქვენს პირად ანგარიშს შეგიძლიათ მიაბათ ნებისმიერი საბანკო ბარათი. თუ საბანკო ბარათი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ფეის ელექტრონული საფულით, რომელიც თქვენი პირადი ვირტუალური საფულეა. მის ბალანსს თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეავსებთ.

ამის შემდეგ კი შეძლებთ ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელებას. საჭირო თანხას კი ან ბარათიდან დაფარავთ, ან პირდაპირ ელექტრონული საფულიდან გადაიხდით. საფულის გამოყენებას ამ შემთხვევაში ერთი დიდი უპირატესობა აქვს - ყველა გადახდას ბარათის საკომისიოს გარეშე განახორციელებთ. ამაზე კი უარი ნამდვილად არ უნდა თქვათ - მცირე დანაზოგიც ხომ მნიშვნელოვანია.

აპლიკაციაში დამატებულია ინოვაციური სერვისი - მოითხოვე თანხა, რაც აპლიკაციის მოხმარებლებისთვის საჭირო და მოსახერხებელი ფუნქციაა. მისი დახმარებით შეძლებთ მეგობრებთან ერთად საჭირო საქმისთვის საჭირო თანხა მარტივად და კომფორტულად მოაგროვოთ. ამისათვის საჭიროა მიუთითოთ გასაყოფი თანხის ოდენობა და დაამატოთ ფულის შეგროვებაში მონაწილე პირთა ტელეფონების ნომრები პირდაპირ კონტაქტებიდან. ყველა მათგანი თანხის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებას SMS-ის სახით მიიღებს, სადაც მითითებული იქნება თანხის გადახდისთვის საჭირო ბმული. თანხა შეგიძლიათ ჩვეულებრივ მოთხოვოთ აპლიკაციის არ მქონე პირებსაც და ისინი მარტივად ჩაგირიცხავენ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე.

თანხის გადარიცხვის სერვისი თიბისი ფეის მომხმარებელს რამდენიმე გზით შეუძლია. მაგალითად უმარტივესი გზაა გადარიცხვა მობილურის ნომრით. გადმოიტანეთ პირდაპირ კონტაქტებიდან მიმღები პირის მობილურის ნომერი და გადარიცხეთ თანხა მარტივად. 20 ლარამდე თანხას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადარიცხავთ. ბანკებისგან განსხვავებით, თიბისი ფეიზე ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება. ასევე ვებ გვერდიდან tbcpay.ge, შესაძლებელია ბარათის 16-ნიშნა ნომრის გამოყენებით გადარიცხვა. თუ მიმღებ პირს ბარათი არ აქვს, მაშინ შეგიძლიათ თანხა თქვენი ელექტრონული საფულიდან მის საფულეზე საკომისიოს გარეშე გადარიცხოთ.

თიბისიფეიზე ყველაფერია, რაც თქვენი ფინანსების კომფორტული განკარგვისთვისაა საჭირო. როცა საქმე ფულს ეხება, მხოლოდ სანდო, დაცული და უსაფრთხო სისტემა უნდა აირჩიოთ. ბევრი ძებნა კი საჭირო არაა, როცა თიბისიფეი არსებობს. აქ ყველაფერი უფრო მარტივია.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით