„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება

კომპანია „ციტადელი“ შემოდგომის სეზონს კონცეფციურად განახლებული, თანამედროვე ინტერიერის მქონე მარკეტით შეხვდება.

კომპანიის ახალი მარკეტი - „ციტადელი PLUS“ მომხმარებელს წერეთლის 118 ნომერში უმასპინძლებს.

„ციტადელი PLUS“ არსებული ფილიალებისგან მკვეთრად განსხვავებული და მასშტაბური იქნება.

ახალი მარკეტის მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე მისი კონცეფციაა. პროდუქტების განლაგება, შოურუმის კონცეფცია და მრავალფეროვანი ასორტიმენტი მომხმარებელზე მაქსიმალურადაა მორგებული.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ღონიერაშვილის თქმით, „ციტადელი PLUS“-ის შოურუმის შიდა და გარე სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც სამშენებლო მასალები და ტექნიკა, ისე ახალი მიმართულებები, როგორიც არის - სარემონტო მასალები, ბაღის აქსესუარები, მცენარის მოვლის მექანიკური თუ ელექტროხელსაწყოები და სხვა.

შოურუმში მომხმარებელს სამშენებლო სფეროში დადგენილი და მოქმედი სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია დახვდება (ROCKWOOL, SVEZA. PERI, ICOPAL, PENOPLEX, ISOVER, GOCHMAKSAN, SYPLY, KREISEL, PAROC, KRONOSPAN, SAINT-GOBAIN, BOSCH, KNAUF და სხვა).

მინიმალისტური ინტერიერი და სწორად დაგეგმილი მერჩენდაიზინგი, მომხმარებელს პროდუქციის მარტივად გაცნობასა და არჩევანის სწრაფად გაკეთებაში დაეხმარება.

შოურუმში წარმოდგენილი იქნება თითოეული პროდუქციის ნიმუში, მაგალითად - მარკეტში განთავსდება შენობის თბო და ხმის იზოლაციის მაკეტები, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი პროდუქციის უპირატესობებისა და გამოყენების სპეციფიკის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებს.

კომპანია ციტადელი ახალ მარკეტში ინოვაციურ მიმართულებს წარადგენს, კერძოდ, „ციტადელი PLUS“-ში მოსულ ვიზიტორს VR ზონა დახვდება. ვირტუალური სათვალის დახმარებით, მომხმარებლები შერჩეული პროდუქციის (ლამინირებული იატაკი, კაფელი/მეთლახი) რეალურ გარემოში აღქმას შეძლებენ.

კომპანია „ციტადელი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს მათზე მორგებული გარემო და მომსახურება შესთავაზოს, ამის გათვალისწინებით, მარკეტის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საპარკინგე სივრცეს დავუთმეთ“, - განმარტავს ნინო ღონიერაშვილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, „ციტადელი“ აქტიურად ერთვება ეკომეგობრულ კამპანიებში. თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებითა და ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტის საპარკინგე სივრცეში ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგური განთავსდება.

„ციტადელი PLUS“-ის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მცირე ზომის სარეკრეაციო ზონა, რომლით სარგებლობაც არამხოლოდ მომხარებლებს, არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

რაც შეეხება „ციტადელის“ დამატებით მომსახურებებს - ადგილზე მიტანის სერვისსა და განვადებს - კვლავ აქტუალური რჩება“,- განაცხადა „ციტადელის“ წარმომადგენელმა.

სამშენებლო-სარემონტო მასალების მარკეტი - „ციტადელი PLUS“-ის გახსნის ცერემონია სექტემბერში გაიმართება და მოსულ მომხმარებელს სხვა სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, „ციტადელის“ ფასდაკლების ბარათიც გადაეცემა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა