მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, დასრულდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, დასრულდა თუ არა, კომპიუტერის ექსპერტიზა.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რამიშვილმა განმარტა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ამ დრომდე დალუქულ მდგომარეობაში იმყოფება.

„დღეს მქონდა გამომძიებელთან საუბარი, ეს არის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ახალი ჯგუფი, რომელიც პარასკევს შეიქმნა და რომელსაც ეს საქმე გადაეწერა. ხვალ უნდა შევხვდეთ და უნდა გავეცნო, დასასრულისკენ წავიდა, თუ დასრულდა კომპიუტერული ექსპერტიზა და უნდა გავეცნო კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას... ავტომობილი დალუქულია. მთელი თბილისის მასშტაბით შემოვიარე ყველა შესაბამისი დაწესებულება, მინდოდა საუკეთესო დიაგნოსტიკური აპარატურა მომეძებნა, საზღვარგარეთაც მქონდა კომუნიკაცია, რომ ისეთი აპარატურა მომეძია, შემეძინა, რომელიც შეძლებდა დიაგნოსტიკა ჩატარებულიყო ამ ავტომობილზე, სამწუხაროდ, დროში ვერ ვამთხვევ ამ ყველაფერს. ვნახოთ, რა დიაგნოსტიკის აპარატს მოიტანენ ექსპერტები, რომ დავრწმუნდე რისი საშუალება ექნება და რას დავადგენ გადაადგილების თვალსაზრისით, სად იყო ბოლოს ლოკაცია, სად მოხდა ამ მანქანით გადაადგილება“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა