მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.

სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ.

შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.

უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი უპირატესობაა. ციფრულ საფულეზე მიბმული ბარათის მონაცემები, მხოლოდ კონკრეტულ აპლიკაციაში მუშავდება და არ ხდება მისი სერვესზე შენახვა. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია კი ერთჯერადი დინამიური კოდით ხდება. უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით, მომხმარებელი სრულიად დაცულია შესყიდვის პროცესში და მისი ბარათის მონაცემზე არავის აქვს წვდომა. გარდა ამისა, მოწყობილობის დაკარგვის, მოპარვისა თუ სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაშიც კი Apple Wallet სრულიად დაცულია, რადგან Apple გადახდის შესასრულებლად იყენებს Touch ID-ს, Face ID-ს, ან პაროლს, მოდელის შესაბამისად და მასზე წვდომა მხოლოდ მოწყობილობის მფლობელს აქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა რასაც apple მომხმარებელს სთავაზობს, არის გადახდის შესრულება ინტერნეტის გარეშე.

გადაიხადე Apple Pay-ით და ისარგებლე პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათის უპირატესობით! დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ apple pay-ის გვერდს http://www.apple.com/apple-pay/

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო