პროკურორის განცხადებით, დაჭრამდე ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკება მოხდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დანის რამდენიმე დარტყმით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა.

სახელმწიფო ბრალდება ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

„2 აგვისტოს, გამთენიისას, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. სახეზეა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ჟვანია არ მიუთითებს გარემოებების შესახებ.

პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულიდან მალევე კი, ჟვანია თოფაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

პროკურორის განცხადებით, დაჭრამდე ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკება მოხდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დანის რამდენიმე დარტყმით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა.

სახელმწიფო ბრალდება ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

„2 აგვისტოს, გამთენიისას, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. სახეზეა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ჟვანია არ მიუთითებს გარემოებების შესახებ.

პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულიდან მალევე კი, ჟვანია თოფაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი