"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა და საამაყო შენობამ, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და ყავის ქართული კომპანია მეამას სათავო ოფისს წარმოადგენს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო კონკურსის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომპანიის ინფორმაციით, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო და გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტებს ავლენს. კონკურსის დახმარებით მილიონობით ადამიანი, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ეცნობა ახალ, საინტერესო შენობების არქიტექტურასა და დიზაინს და კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენაში პირადად მონაწილეობს.

კონკურსის ჟიური თავდაპირველად თვითონ ავლენს სხვადასხვა კატეგორიაში ხუთ ფინალისტს, შემდეგ კი ონლაინ ხდება მსურველების მიერ, კონკურსანტი პროექტისთვის ხმის მიცემა.

ქართული ყავის კომპანია მეამას სათავო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, ჟიურის გადაწყვეტილებით სამ ნომინაციაში გადავიდა ფინალში. ეს ნომინაციები იყო: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. სამივე კატეგორიაში ქართული პროექტი თავიდანვე ლიდერობდა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს უკვე გამარჯვებულადაც გამოცხადდა.

მეამას შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.

„დღეიდან უკვე "მეამას" შენობა, როგორც მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, განთავსდება Architizer A + Awards ვებგვერდზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და A + Awards- ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებში. ასევე არქიტექტორს გადაეცემა სპეციალური პრიზი.

მეამას შენობა ქართულმა სამშენებლო კომპანია "იუნიქს დეველოპმენტმა" ააშენა.

მსგავსი სახის საერთაშორისო კონკურსებში ქართველი არქიტექტორების და ქართული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიაზაციას მსოფლიო მასშტაბით“,- აცხადებენ კომპანიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს