ლიბანის დედაქალაქში მასშტაბური აფეთქება მოხდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არიან დაშვებულები. ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ასს აჭარბებს.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა მინა ჩამსხვრეულია და ქუჩებში დაშავებული ხალხი დადის. სრული ქაოსია“, - განუცხადა „როიტერს“ ადგილობრივმა თვითმხილველმა.

BBC შესაძლო მეორე აფეთქების შესახებაც წერს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა