ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი

ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

CNN-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საავადმყოფოებში ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი.

„საავადმყოფოში ხალხის ნაწილი იატაკზე წევს. ექიმები ცდილობენ დაშავებულებს კათეტერი ჩაუდგან. ხალხმა მინების ჩამომსხვრევის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, მოტეხილი აქვთ კიდურები“, - აცხადებს CNN-ის კორესპონდენტი.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“