არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

არგენტინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 6 792 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 166 გარდაიცვალა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, არგენტინაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებისა 213 535 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 3 979-ია.

გუშინ პან-ამერიკული ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ (PAHO) ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არგენტინაში კოვიდ 19-ის შემთხვევების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი მატების გამო „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?