ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი

კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია კომპანია Mining & Minerals solution-თან თანამშრომლობით ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურებას იწყებს. სერვისი კავკასიის მთელ რეგიონს დაფარავს და ბუნებრივი რესურსების სფეროში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს მომსახურების სრულ ჯაჭვს შესთავაზებს.

საქართველოს ტერიტორიაზე წიაღისეული საბადოების მრავალფეროვნებაა. სწორედ ამ პოტენციალის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენას, რისთვისაც საწყის ეტაპზე პირველადი ინფორმაციის, საექსპორტო ბაზრებისა და მოთხოვნადი რესურსების იდენტიფიცირება მოხდება. სერვისი ინვესტორებთან მუშაობას, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, აუდიტს, იურიდიულ მხარდაჭერასა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას მოიცავს. პროექტს ინტერნაციონალური გუნდი უხელმძღვანელებს და საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მინერალური რესურსების სფეროს გამოცდილებას გააერთიანებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისთვის, მსგავსი ტიპის კომპლექსური მომსახურება სიახლეა. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ რეგიონის მასშტაბით ისარგებლონ კოლიერსისა და Mining & Minerals-ის მომსახურებით, ბრიტანელი ექსპერტებისგან მიიღონ ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება და ნულიდან დაიწყონ ან განავითარონ საქმიანობა მინერალების სექტორში.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი