ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის

ტერაბანკის მობაილბანკი, რომელიც ბიზნესკლიენტებისთვისაა განკუთვნილი, კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდა. ამიერიდან მის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილური ტელეფონით კიდევ უფრო მეტი საბანკო ოპერაცია აწარმოონ და ყველა იმ სერვისით ისარგებლონ, რომლებიც ტრანზაქციების შესასრულებლად სჭირდებათ.

ბიზნესკლიენტებისთვის განკუთვნილი მობაილ ბანკის ფუნქციებს შორისაა სალარო და სავალუტო გადარიცხვები, ტრანზაქციების დადასტურება, ნაშთების შემოწმება, საკრედიტო პროდუქტებზე ინფორმაციის მიღება, ამონაწერის გენერირება, საკრედიტო ხაზის მართვა, ათვისება და დაფარვა, ბანკში შეტყობიბებების გაგზავნა, კომუნალური გადახდები და სხვა.

„მოსახერხებელი და კომფორტული დისტანციური სერვისების შეთავაზება თუ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ტერაბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვფიქრობთ, ბიზნესკლიენტების საქმიანობაში ჩვენი მოსახერხებელი და მრავალფუნქციური მობაილბანკი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკმა ბიზნესკლიენტებს მათთვის განკუთვნილი მობაილბანკი მიმდინარე წელს შესთავაზა. მისი მრავალფეროვანი ფუნცქიონალი მთლიანად მომხმარებლების სურვილების საფუძველზე შეიქმნა. მობაილბანკი ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა