ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე - რაც უფრო მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი

რაც უფრო მე მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი,- ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არნი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში მის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო განხილვას შეეხებოდა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს არ აქვს პოლიტიკური გამბედაობა და რესურსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

„იგი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება და ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი, ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია, არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში.

რაც უფრო მე მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი”.

„ყველა პარტია დაასახელებს თავის პრიორიტეტს და ამასაც ვნახავთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა ის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში პრემიერობის კანდიდატი იყოს.

„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა