კახა კალაძე - ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა - მესმის თქვენი, მეც რიგითი მოქალაქე ვარ

თბილისის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

„მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.

„როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.

ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.

ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა - მესმის თქვენი, მეც რიგითი მოქალაქე ვარ - კახა კალაძე

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა