ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე რეგიონში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ჩავიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს წარმომადგენლები გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.

მათივე ცნობით, ოზურგეთში ასევე იმყოფებოდა კომპანია „პარვუს ჯგუფი,“ რომელიც, „ოუფენ ნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის პირველი ეტაპია დიზაინის შემუშავება, რის შემდეგაც უკვე ქსელის მშენებლობა იწყება. პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა